ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რეზოლუცია მიიღო

22 ივნისი, 2020 • 1175
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რეზოლუცია მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროს იფნორმაციით, დღეს, 22 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიიღო რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

უწყება წერს, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო რეზოლუციაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო“, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთანავე, რეზოლუცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და „სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებთა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღებით“.

საგარე საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციაში საუბარია ასევე იმ ნეგატიურ შედეგებზეც, რასაც ე.წ. “გადასასვლელების” ჩაკეტვა იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

„რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ამასთანავე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.

რეზოლუციაში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტში არის მოწოდება – მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა“,  – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა საბჭო მიღებული რეზოლუციით ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო, 44-ე და 45-ე სესიებზე რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი