ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

22 ივნისი, 2020 • 1636
თავდაცვის სამინისტრომ ახალი სპეცტექნიკა შეიძინა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სამხედრო ძალებისთვის 500 ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა. შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სამხედროებს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები ექნებათ“. უწყების თქმით, მათ მიერ შესყიდული ბრენდების მიერ წარმოებულ ტექნიკას იყნებენ ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა ქვეყნები.

„ახალი პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების — გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. ჯამში, თავდაცვის სამინისტრო 500-ზე მეტ ერთეულ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას შეიძენს“, — ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც სამინისტროში ამბობენ, „სპეცტექნიკისთვის საჭირო ღირებულებას თავდაცვის უწყება ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში გადაიხდის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი