ახალი ამბები

ელენე ხოშტარია კადიროვს, გავრილოვსა და პუტინს მიმართავს

20 ივნისი, 2020 • 2015
ელენე ხოშტარია კადიროვს, გავრილოვსა და პუტინს მიმართავს

“მივმართავ გავრილოვს, კადიროვს და პუტინს – ბოდიშის მოხდა კი არა, დაჩოქება მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – ამ სიტყვებით საპროტესტო აქციაზე ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გამოვიდა.

მისი თქმით, 20 ივნისი არის “ქართული ოცნების” სირცხვილია, მაგრამ ქართველი ხალხის ღირსების დღეა მიუხედავად დიდი ტკივილისა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა 2019 წლის 20 ივნისს დაშავებულ ადამიანებს, მათ შორის კობა ლეთოდიანს, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, მეორე თვალი კი 20 ივნისს დაუზიანდა და ამჟამად ვერც ერთი თვალიდან ვეღარ ხედავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი