ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წითელმა ჯვარმა ცხინვალს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა გადასცა

19 ივნისი, 2020 • 1124
წითელმა ჯვარმა ცხინვალს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა გადასცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სტრუქტურებს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა გადასცა .

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ დონეზე რესურსების მობილიზება და გადანაწილება მოახდინა, რათა შეძლებოდა COVID-19 პანდემიის პირობებში წარმოშობილ ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირება. მედიკოსების მხარდაჭერა და დახმარება უმნიშვნელოვანესია, რადგან, პირველ რიგში, ისინი იმყოფებიან დაავადებით ინფიცირების რისკის ქვეშ“, – აცხადებს მარია კარმენ ეჩესარეტა ინურიტეგი, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წჯსკ-ს მისიის ხელმძღვანელი.

აღნიშნული დონაცია, რომელიც მოიცავს დამცავ სათვალეებს, ხალათებს, რესპირატორებს, ხელთათმანებს, სადეზინფექციო საშუალებებს, პირბადეებსa და სხვა შესაბამის საშუალებებს, წითელი ჯვრის ცნობით, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით განხორციელდა.

„ჩვენ მუდმივ კავშირში ვიმყოფებოდით ჯანდაცვის საკითხებში პასუხისმგებელ პირებთან და თვალყურს ვადევნებდით, თუ რა სჭიროებები წარმოიშვებოდა COVID-19-თან დაკავშირებით, რათა დროული და სათანადო დახმარება გაგვეწია. წჯსკ კვლავაც განაგრძობს ჰუმანიტარულ საქმიანობას გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად თავისი შესაძლებლობების ფარგლებში “, – აცხადებს მარია კარმენ ეჩესარეტა ინურიტეგი,

მასალების გადაბეჭდვის წესი