ახალი ამბები

თუ ბავშვი ვერ დაარეგისტრირეთ, მიმართეთ კნკრეტულ ბაგა-ბაღს – სააგენტო

19 ივნისი, 2020 • 857
თუ ბავშვი ვერ დაარეგისტრირეთ, მიმართეთ კნკრეტულ ბაგა-ბაღს – სააგენტო

მათ, ვინც დღეს, 19 ივნისს, ვერ შეძლეს ბავშვის სასურველ ბაღში დარეგისტრირება, უნდა მიმართონ კონკრეტულ ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სიაში მოხვედრის თაობაზე. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს მას შემდეგ, რაც არაერთ ადამიანს აღნიშნულ პროცესში პრობლემა შეექმნა.

სააგენტოში ამბობენ, რომ პროგრამაში ხარვეზს ადგილი არ ჰქონია:

“განვმარტავთ, რომ ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, უნიკალური მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი ასახულია ჩვენს შიდა პორტალზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებმა ვერ მოახერხეს სასურველ ბაღში ბავშვის რეგისტრაცია, 22 ივნისის 09:00 საათიდან,უნდა მიმართონ კონკრეტულ ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე”.

მანამდე სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერდა, რომ ვერ ახერხებდნენ ბავშვების დარეგისტრირებას ბაღებში, რადგან ბაღების სააგენტოს ვებგვერდი მიუწვდომელი იყო.

სააგენტოს ვებგვერდი 19 ივნისს, დაახლ. 12:50 საათზე

მასალების გადაბეჭდვის წესი