ახალი ამბებიეკონომიკაკინო

Cavea თბილისში ღია ცის ქვეშ კინოთეატრს გახსნის

17 ივნისი, 2020 • 4443
Cavea თბილისში ღია ცის ქვეშ კინოთეატრს გახსნის

Cavea თბილისში ე.წ. დრაივ ინ კინოთეატრს გახსნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კინოთეატრი იუსტიციის ლისზე, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა და მაყურებლებს ფილმების ნახვა საკუთარი მანქანებიდან შეეძლებათ:

“მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრი ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება”, – ავცადებენ კომპანიაში.

შესწორება: თავდაპირველად სტატიაში ნახსენები იყო, რომ კინოეთეატრი იუსტიციის სახლის პარკინგთანაც მოეწყობოდა, მოგვიანებით კინოთეატრის წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი