ახალი ამბები

რუსეთის საპატრიარქოს მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება მიუღებელია – საპატრიარქო

17 ივნისი, 2020 • 2545
რუსეთის საპატრიარქოს მიერ პარიზში ქართული სამრევლოს დაარსება მიუღებელია – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო პარიზში ქართული სამრევლოს დაარსებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ გერასიმეს წერილში რუსული მხარისადმი, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება მიუღებელია და შესაბამისი წერილით მიმართეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს, დასავლეთ ევროპის და სლავიანური დიასპორის მმართველს, მიტროპოლიტ იოანეს. წერილში საპატრიარქო აცხადებს, რომ პარიზში 2009 წლიდან არსებობს თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესია და საზღვარგარეთ მყოფ მართლმადიდებელ ქართველებზე სულიერად ზრუნავს.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საპატრიარქოს მსგავსი სურვილი მათთვის მიუღებელია და მხარეებს შორის არასათანადო კომუნიკაციის შედეგია:

მასალების გადაბეჭდვის წესი