ახალი ამბები

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა

16 ივნისი, 2020 • 1180
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა

საქართველოს ჟურნალისტური ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია,  საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გაასაჯაროონ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ჟურნალისტის ქმედება უარყოფითად შეაფასეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა დროულად გაასაჯაროონ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი