15 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 397 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 17064 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 285 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 6276 ადამიანი. ჩატარებულია 83600 ტესტირება.