ახალი ამბები

ნათელაშვილი ერთიან სიაზე სააკაშვილის ინიციატივას ტიტანიკს ადარებს

14 ივნისი, 2020 • 979
ნათელაშვილი ერთიან სიაზე სააკაშვილის ინიციატივას ტიტანიკს ადარებს

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციის ერთიანი სიის თაობაზე არც ლეიბორისტული პარტია ეთანხმება. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოში პირველად მოახერხა გაერთიანება, იდეის, მიზნის და არა სიის გარშემო. ნათელაშვილი გულისხმობს მისი პარტიის ოფისში მიმდინარე დიალოგს ოპოზიციის ნაწილს შორის, რომელიც საარჩევნი სისტემის თემას და საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებას უკავშირდება.

“საერთო სია შექმნილ ვითარებაში ჩასაძირად გამზადებული ტიტანიკი იქნება, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა, რათა პოლიტიკური სივრცე ორ პოლუსად დაყოს, თეთრად და შავად, კეთილად და ბოროტად და ა.შ. მან ეს მიზანი ვერ უნდა შეასრულოს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ მიაჩნია, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიან საარჩევნო სიაში უნდა გაერთიანდეს, სადაც ადგილები პარტიების რეიტინგების მიხედვით გადანაწილდება. ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს ლელოში, ევროპულ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი