ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ჯამში 864 შეადგინა. ერთითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
ამჟამად დაავადების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 161-ს შეადგენს.
პირველი არხის ინფორმაციით, ახალი 13 შემთხვევიდან 4 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდანაა, 3 რესპუბლიკური საავადმყოფოს კლასტერიდან, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ჯერჯერობით უცნობია, ტუმცა NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ინფიცირებული წყარო ცნობილია.