ახალი ამბები

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

13 ივნისი, 2020 • 1148
აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აბასთუმანში ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

უწყების თანახმად, 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ აბასთუმნის ტყის მასივში მისულ მეხანძრე-მაშველებს დახვდათ წიწვოვანი ტყის ხანძარი.

„მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან. ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი“.

ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორციელეს წყლის 10 დასხმა.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი