ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ჩემს საქმეებში პოლიტიკური მოტივი აღიარა – უგულავა

12 ივნისი, 2020 • 1097
ღარიბაშვილმა ჩემს საქმეებში პოლიტიკური მოტივი აღიარა – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადებით აღიარა, რომ მის წინააღდეგ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ასე შეაფასა გუგულავამ თავდაცვის მინისტრის დღეს, 12 ივნისს, გაკეთებული განცხადება, სადაც ღარიბაშვილმა თქვ,ა რომ უგულავა მისი მინისტრობის პერიოდში “ორჯერ დაიჭირეს”, შემდეგ კი დააზუსტა, რომ ეს პროკურატურამ გააკეთა.

“მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ, როგორც პრემიერი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლმსაჯულება ბოლომდე მოსპო”,-აცხადებს უგულავა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს უგულავა “ორჯერ დაიჭირეს”. ასე უპასუხა მან პარლამეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას, “ვინ გამოუშვა უგულავა ციხიდან”.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას უგულავასთან დაკავშირებით, ვინ გამოუშვა… ეს კითხვა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. ახლა თავდაცვის მინისტრი ვარ… ბატონო ლევან, ეს კითხვა მე არ მეკუთვნის”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი