ახალი ამბები

სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში 12720 მოქალაქე დაბრუნდა – მთავრობა

12 ივნისი, 2020 • 727
სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში 12720 მოქალაქე დაბრუნდა – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვედრას მართავენ COVID-19 პანდემიის პერიოდში სახელწმიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან.

მთავრობის ცნობით, 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 12,720 მოქალაქე.

“კომპანია Georgian Airways-თან თანამშრომლობით განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 74 ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 7107 მოქალაქე, სახმელეთო გზით 5223, ხოლო საზღვაო გზით -390. ჩარტერული რეისების მეშვეობით სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდნენ განსაკუთრებული საჭიროების პირები – მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე: 483, შშმ- 34, ფეხმძიმე- 102, მცირეწლოვანი -435, ხანდაზმული- 259, სტუდენტი- 794, ონკოპაციენტი- 173, ტრანზიტული მგზავრი -1118, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით- 90”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი