ახალი ამბები

ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

12 ივნისი, 2020 • 1898
ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მეუღლეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული დაავადება, COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელენა ზელენსკაია თავს კარგად გრძნობს და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება. ამჟამად იგი ამბოლატორულ მკურნალობაზე იმყოფება და იზოლირებულია ოჯახის სხვა წევრებისგან.

თავად ვოლოდიმერ ზელენსკიმ და მისმა შვილებმა ვირუსზე ტესტი უკვე ჩაიტარეს. როგორც პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, მათი ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა.


გარეკანის ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

მასალების გადაბეჭდვის წესი