უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი შესაძლოა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წესის დარღვევისთვის დააჯარიმონ. ინფორმაციას ამის შესახებ „უნიანი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ზელენსკი 3 ივნისს ერთ-ერთ კაფეში, შიდა სივრცეში იმყოფებოდა, სადაც თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა.
თუმცა, 3 ივნისს უკრაინის ხელისუფლებას არ ჰქონდა მოხსნილი შეზღუდვა კაფეების შიდა სივრცეში მუშაობაზე.
როგორც უკრაინის შსს-ში ამბობენ, ადმინისტრაციული პროტოკოლი უკვე შედგენილია და ზელენსკის დაახლოებით 2000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ემუქრება.
მისი თქმით, ჯარიმის გადასახდელად მზადაა.