ახალი ამბები

“ლელო” 20 ივნისის აქცია შეუერთდება

10 ივნისი, 2020 • 788
“ლელო” 20 ივნისის აქცია შეუერთდება

20 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას “ლელოც” შეუერთდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პარტიის წევრმა საბა ბუაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს მომხდარის გამო არავინ დასჯილა, შესაბამიდად, “ლელო” დაგეგმილ აქციას უერთდება.

“აქცია ზუსტად რა ფორმით გაიმართება, ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. უკვე მეხუთვე თვეა რუსთაველის გამზირზე სამუშაოები მიმდინარეობს, რათა საზოგადოებრივ პროტესტს უფლება არ მისცენ, რაც აქციის ჩატარების პროცესს ართულებს. შეკრება აუცილებლად რუსთაველზე გაიმართება. რა ფომით ჩატარდება, ამას დრო გვაჩვენებს” ,- ამბობს ბუაძე.

საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი