წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის I კვარტალში 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის მტკიცებით, “შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში”.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2018-2020 წლებში.

2020 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 44.2 პროცენტით, მეორე ადგილზე აშშ – 17.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე პანამა – 11.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის I კვარტალში 87.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 94.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი – 34.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2020 წლის I კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მოცემულია ცხრილში:

ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება მოცემულია დიაგრამაზე No3: