ახალი ამბები

მარნეულში Covid 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – მუნიციპალიტეტი

8 ივნისი, 2020 • 943
მარნეულში Covid 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქირაჩ-მუნღალოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუდასტურეს.

მარნეულის მერის პირველი მოადგილის, ზაურ ტაბატაძის თქმით, Covid 19 წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს გამოუვლინდათ.


საქართველოში 8 ივნისის საღამოს [20:07 საათის] მონაცემებით, კორონავირუსის 812 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 683 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი