ნეტგაზეთი | გარდაიცვალა ექსპერტი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შემდეგ მუშაობდა გარდაიცვალა ექსპერტი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შემდეგ მუშაობდა – Netgazeti

გარდაიცვალა ექსპერტი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შემდეგ მუშაობდა

ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც თბილისში, გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ ადგილზე მივიდა, გარდაიცვალა.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტზე ადგილზე სამუსაობის დროს “დენმა დაარტყა”.

„ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, — აცხადებს უწყება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“, — აღნიშნავენ შსს-ში.


3 ივნისს, შსს-ში განაცხადეს, რომ თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ “ეკო გაზის” გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტს, სავარაუდოდ, დენმა დაარტა. მისი მდგომაროება მაშინ მძიმე იყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com