ახალი ამბები

სოფელ ქვემო ბოლნისში მკვლელობა მოხდა

5 ივნისი, 2020 • 685
სოფელ ქვემო ბოლნისში მკვლელობა მოხდა

ქვემო ქართლში, სოფელ ქვემო ბოლნისში მკვლელობა მოხდა. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი