ახალი ამბები

მდინარეში დიდი ოდენობით საწვავის ჩაღვრის გამო, პუტინმა საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა

4 ივნისი, 2020 • 1247
მდინარეში დიდი ოდენობით საწვავის ჩაღვრის გამო, პუტინმა საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა

ციმბირში მდებარე ქალაქ ნორილსკთან ახლოს მდინარეში 20 ათასი ტონა საწვავი ჩაიღვარა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა ქალაქში საგანგებო მდომარეობა გამოაცხადა.

გარემოსდამცველები მომხდარს “კატასტროფულად” აფასებენ და ამბობენ, რომ მდინარეში დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციამ დაშვებულ დონეს ბევრად გადააჭარბა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებით, ენერგოსადგურის თანამშრომლები, საიდანაც საწვავი მდინარეში ჩაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში თავად ცდილობდნენ მის ამოტუმბვას. შედეგად,  ორი დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს  მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ეს განცხადება მინისტრმა პუტინთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. კრასნოიარსკის გუბერნატორმა, სადაც ნორილსკი მდებარეობს, პუტინს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ კვირას, 31 მაისს, სოციალური მედიის საშუალებით შეიტყვეს.

“ანუ ახლა საგანგებო სიტუაციის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით ვიგებთ? ხომ კარგად ხართ?!”-უთხრა პუტინმა მხარის გუბერნატორსა და სადგურის მმართველი კომპანიის მენეჯერებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა  ნორილსკის მდინარეში საწვავის ჩაღვრის საკითხზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო, მათ შორის- მომხდარ ფაქტზე და სადგურის თანამშრომლების წინააღმდეგ. თავად კომპანია Nornicke რომელსაც სადგური ეკუთვნოდა, აცხადებს რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია “დროულად და სრულფასოვნად” გაავრცელეს”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი