ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანტირეკორდი სომხეთში – 517 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 19 ფაქტი

2 ივნისი, 2020 • 1174
ანტირეკორდი სომხეთში – 517 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 19 ფაქტი

სომხეთის დაავადების კონტროლის ცენტრის  2 ივნისის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 19 ფაქტი დადასტურდა.

ამ დრომდე სომხეთში კორონავურისის 10 009 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური ინფორმაციითვე, გამოჯანმრთელდა 3427 პაციენტი, 158 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, სომხეთში ცალკე სტატისტიკა არსებობს, სადაც აღრიცხავენ პაციენტებს [56], რომლებიც “კორონავირუსის მიუხედავად, სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ”.

კორონავირუსი დაუდგინდა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსაც.

ქვეყანაში ვირუსის მზარდი სტასტისტიკის მიუხედავად, მაისის ბოლოდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და სავაჭრო ცენტრებმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი