ახალი ამბები

კონგოში ებოლას ეპიდემიის ახალი აფეთქებაა

2 ივნისი, 2020 •
კონგოში ებოლას ეპიდემიის ახალი აფეთქებაა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქებაა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა „ტვიტერში“ გაავრცელა.

როგორც CNN წერს, ქვეყნის დასავლეთით ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსის ახალ აფეთქებას.

UNICEF-ის ცნობით, გარდაცვალებები 18-30 მაისის პერიოდში მოხდა, მაგრამ ებოლასთან მათი კავშირი მხოლოდ გუშინ დადასტურდა.

რაც შეეხება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ეპიდემიას, რომელიც 2018 წელს დაიწყო, დადასტურებულია ებოლათი დაავადების 3406 შემთხვევა, აქედან კიგარდაცვლილია 2243 პაციენტი.


ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია 2014-16 წლებში იყო. მაშინ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში დაავადება დაახლოებით 28 000 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 11 000-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი