დღეს მსოფლიო თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევასთან, გლობალურ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებას, თუმცა, ასეთ დროსაც კი არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვისაც ჩვენი ზრუნვა, დაცვა, თანადგომა და მეგობრობა ყველაზე მეტად სჭირდებათ – ბავშვები.
და რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ლაღ, ჯანსაღ, შესაძლებლობებითა და სიყვარულით სავსე, ოჯახურ გარემოში ცხოვრებას, “SOS ბავშვთა სოფელი”კი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ ამ მისიას ემსახურება, მიტანის სერვისის კომპანია Glovo-მ 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტა “SOS ბავშვთა სოფელს” ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს და ყველა შეკვეთიდან 1 ლარი მათი ბენეფიციარი ბავშვების კეთილდღეობისთვის გადარიცხოს.
“SOS ბავშვთა სოფელი” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. Glovo კი ეცდება, დაეხმაროს მათ ბავშვებისთვის ის ნივთები თუ კეთილი ამბები უზრუნველყოს, რომლებიც ახლა, ამ დროს, ამ ასაკსა და სივრცეში სჭირდებათ.
შეუკვეთე Glovo-ზე 1 ივნისს და შენც გახდი ქველმოქმედი!