სტამბოლში, ტანსაცმლის სამრეცხაო საწარმოში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ქარხანაში საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც ორი თანამშრომელი დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული კაცი საქართველოს მოქალაქეა.
“ცხედარს უტარდება ექსპერტიზა. საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.