ახალი ამბები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს – მერკელი

28 მაისი, 2020 • 906
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს – მერკელი

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მინსკის ფორმატში მიღწეული შეთანხმებების რეალიზებაში პროგრესი არ იქნება.

ამავდროულად, მერკელი მზადყოფნას გამოთქვამს, გერმანიის მხრიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ვადაში ახალი იმპულსები შესძინოს რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგს.

“მე მხარს ვუჭერდი რუსეთთან მშვიდობიან დიალოგს ჩემი კანცლერობის დასაწყისიდანვე. თუმცა მოსკოვი ყოველ ჯერზე ზურგს აქცევდა ამ დიალოგს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ყირიმის ანექსიით თუ სხვა ქმედებებით, ისევე, როგორც ჰიბრიდული თავდასხმებით დასავლურ დემოკრატიებზე, მათ შორის, გერმანიაზე”, – განაცხადა ანგელა მერკელმა კონრად ადენაურის ფონდის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე.

გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით იქნება. ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი აერთიანებს წევრი ქვეყნების მინისტრებს, რომლებიც იკრიბებიან კანონების მიღების და პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი