ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია და ბიბილოვი 24 ივნისს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრებიან

28 მაისი, 2020 • 1090
ბჟანია და ბიბილოვი 24 ივნისს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრებიან

დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი 24 ივნისს მოსკოვში 9 მაისისთვის მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრებიან.

ბჟანიას და ბიბილოვის მოსკოვში აღლუმზე დასწრების შესახებ ინფორმაციას აფხაზური და ოსური სააგენტოები ავრცელებენ.

ოსური მედიის ინფორმაციით, 24 ივნისს სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება ცხინვალშიც.


24 ივნისს სამხედრო აღლუმი მოსკოვში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დააანონსა მას შემდეგ, რაც კორონავირუსისი პანდემიის გამო მაისში ჩასატარებელი ღონისძიებები გაუქმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი