ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

ბარებისა და ღამის კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ისინი დღეს, 26 მაისს, დედაენის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე საუბარია იმ მძიმე ვითარებაზე, რაც პანდემიამ შექმნა არა მხოლოდ ბარებისა და ღამის კლუბების შემთხვევაში, არამედ მთლიანად ტურიზმის სექტორში. … ვრცლად ბარები და კლუბები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ