ახალი ამბები

“25 მილიონი მოსახლეობაზე რომ გავყოთ, თვეში 0.59 ლარია, რას გვაყვედრიან?” – მიტროპოლიტი ანტონი

25 მაისი, 2020 • 1861
“25 მილიონი მოსახლეობაზე რომ გავყოთ, თვეში 0.59 ლარია, რას გვაყვედრიან?” – მიტროპოლიტი ანტონი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი ანტონი გნაცხადებას ავრცელებს, სადაც საკუთარ ქადაგებას განმარტავს და სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებაზეც საუბრობს.

მიტროპოლიტის თქმით, 25 მილიონის (ეკლესიასა და სახლემწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებით დაწესებული კომპენსაცია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან) სამ მილიონ მოსახლეობაზე გაყოფის შედეგად თვეში 0.59 თეთრი გამოდის:

“აგერ, რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ, 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ. დაფიქრდით, 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 ლარია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან? დედაეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ, როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს” ,- აცხადებს მიტროპოლიტი ანტონი.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი საუბრობს ეკლესია-მონასტრებისთვის მათ გარშემო 20 ჰექტარამდე ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემაზეც და ამბობს, რომ გონიერ ადამიანებს ეს უნდა უხაროდეთ, რადგან მისი თქმით, ეკლესია ტყეს არ გაასხვისებს “მინიმუმ უცხოელებზე”  და ტყის ფონდი ქვეყანას შეუნარჩუნდება:

“აღვნიშნე, რომ გონიერნი რომ იყოთ, იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით…

მინდა ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის. პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას, რაც მათი პირადი საკუთრება არაა… თუ იტყვით, რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო, რა, რაიმე გარანტი გაქვთ, რომ არ გაყიდის? უნებლიეთ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში, არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ?” – ამბობს მიტროპოლიტი.

საპატრიარქოს კაპიტალი

მასალების გადაბეჭდვის წესი