ახალი ამბები

ძლიერი ქარის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა

23 მაისი, 2020 • 1005
ძლიერი ქარის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ბოლო 12 საათში (მასალა 22 საათზე გამოვქეყნდა) უამინდობის — ძლიერი ქარის გამო ხეების ან ხის ტოტების მოტეხის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა.

გარდა ამისა, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით,  დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან 240 – თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი