უკრაინის დედაქალაქ კიევში პარლამენტის — უმაღლესი რადას დეპუტატი ვალერი დავიდენკო იპოვეს, წერს „უკრაინსკა პრავდა“.

გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია მათ სამართალდამდაც ორგანოებში თავიანთმა წყარომ მიაწოდა.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ წერს, დავიდენკო ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე, დამლაგებელმა იპოვა. გარდა ამისა, გვამთან ახლოს ცეცხლსასხროლი იარაღეს, ადგილზე უკვე მივიდნენ სამართალდამცავები და არკვევენ ინციდენტის დეტალებს.

დავიდენკო რადას დეპუტატად 2019 წელს, მეცხრე მოწვევის რადას დეპუტატად აირჩიეს როგორც ჩერნიგოვშინის 208-ე მაჟორიტარული ოლქის წარმომადგენლად. იგი არც ერთ პარტიაში არ შედიოდა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში რადას ფრაქცია „ნდობას“ შეუერთდა.


გარეკანის ფოტო: „უნიანი“