მესამეკურსელი ელენე გოგოხია ერთ-ერთია თბილისში მცხოვრებ იმ 250-მდე სტუდენტს შორის, რომლის ოჯახიც აფხაზეთში ცხოვრობს. აფხაზეთიდან სტუდენტებს სწავლის გადასახადს საქართველოს სახელმწიფო უფინანსებს, თუმცა თბილისში ბინის ქირის გადახდა თავადვე უწევთ. ამისთვის, სტუდენტები სწავლის პარალელურად, ხშირად კონსულტანტებად და კაფეებში მიმტანებად მუშაობენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა და ენგურზე გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ვეღარც საკუთარ სახლში ბრუნდება.