ახალი ამბები

ფაქტობრივად, ტყის მცველების ფუნქცია გვეკისრება – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

22 მაისი, 2020 • 2301
ფაქტობრივად, ტყის მცველების ფუნქცია გვეკისრება – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან “ტყის კოდექსში” შეტანილი ცვლილებით, ეკლესია, ფაქტობრივად, ტყის მცველი ხდება, რომელსაც ტყეზე ზრუნვა ევალება. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას მანამდე განაცხადა, სანამ პარალმენტი დაამტკიცებდა კანონპროექტს, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.

მიტროპოლიტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 95% საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს და  [რელიგიური] უმცირესობა უმრავლესობის ქონებას ვერ დაიცავს:

“ტყის გადმოცემა ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა დაევალოს ტყეზე ზრუნვა. პირობას გაძლევთ ნამდვილად, რომ ეკლესია, არც სასულიერო პირი, არავინ მეგულება მე ასეთი ბარბაროსი, რომ ტყე მიიღოს, გაჩეხოს, გაყიდოს და აღარ იყოს მერე ტყე. საქართველოში 95% მოსახლეობის თავის თავს თვლის მართლმადიდებელ ქრისტიანად და უმცირესობა როგორ დაიცავს უმრავლესობის ქონებას. ეს არის სახელმწიფო ქონება, ეროვნული ქონება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა. მის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ფაქტობრივად, ეკლესია იქნება ტყის მცველი, მიტროპოლიტმა უპასუხა, რომ ეს ასე იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მართლა გადასცემს ტყეებს.

“თუ ეს მართლააესე მოხდა, ფაქტობრივად, დავალებას გვაძლევენ, რომ ტყის მცველები ვიყოთ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის აზრს იზიარებს ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეც, რომლის თქმითაც, ეკლესიის მთავარი ფუნქცია ტყეებთან დაკავშირებით მომავალი თაობისთვის მისი შენარჩუნება იქნება:

“შევუნახავთ მომავალ თაობას. ყველანი კარგად ხედავთ, როგორ გაიჩეხა ტყეები, როგორ გაიჩეხა ჩვენი ეს დიდი საუნჯე და მართლაც ფილტვებია ეს ქვეყნისთვის. ეკლესიები ყოველთვის უფრთხილდებიან და მომავალ თაობას ასე გადასცემენ, როგორც მათ ჩაიბარეს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 22 მაისს, საქართველოს პარლმანეტმა 79 ხმით დაამტკიცა კანონი, რომლის საშუალებითაც საქართველოს მართმადიდებებლი ეკლესიის საპატრიარქოს საშუალება ექნება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი