პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა პაკისტანში, კარაჩიში ავიაკატასტროფა განიცადა, წერს BBC.

გამოცემის ცნობით, ფრენა ლაჰორედან დაიწყო, ხოლო ბორტზე 90 მგზავრი იმყოფებოდა. დანიშნულების ადგილი პაკისტანში, ჯინაჰის საერთაშორისო აეროპორტი იყო.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე კატასტროფის ადგილიდან — საცხოვრებელი რაიონიდან წამოსული კვამლი ჩანს.

BBC-ის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე უკვე მივიდნენ.


გარეკანის ფოტო: EPA