ახალი ამბები

ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობაში მუშაობა განაახლეს

21 მაისი, 2020 • 657
ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობაში მუშაობა განაახლეს

საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟუნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცათ. აქამდე, მედიის წარმომადგენლებს შენობაში მუშაობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო არ შეეძლოთ.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. ამასთან ერთად, საჭირო იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის წესების დაცვა. საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, შენობაში დამონტაჟებულია დეზობარიერები და ხელის სადეზინფექციო სითხეები.

გარდა ამისა, „რესპონდენტებთან კომუნიკაციისას დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია“.

ასევე, პრეს-რელიზის მიხედვით, „პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ადგილი (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები)“.

რაც შეეხება კომიტეტის სხდომებს, ჯერჯერობით მედიის წარმომადგენლებს მათზე დასწრება არ შეეძლებათ. პლენარულ სხდომებზე კი ჟურნალისტები მათთვის განკუთვნილ ჩვეულ ადგილს დაიკავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი