ახალი ამბები

მთავრობამ ჩოხატაურში ბახვი 1 ჰესის პროექტი მოიწონა – თურნავა

21 მაისი, 2020 • 1402
მთავრობამ ჩოხატაურში ბახვი 1 ჰესის პროექტი მოიწონა – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, 21 მაისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე მოიწონეს 12-მეგავატიანი ჰესის ბახვი 1 პროექტი, რომელიც ჩოხატაურის რაიონში აშენდება.

თურნავას თქმითვე, მცირე ჰესი საქართველოში ამერიკული კომპანიის სერბერუს მენეჯმენტ კაპიტალის შვილობილი კომპანიის “სერბერუს ფრონტიეს” დაფინანსნებით შენდება. თურნავას შეფასებით, კორონავირუსის პირობებში მსგავსი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს მიმზიდველია უცხოური ინვესტირებისთვის.

“დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი. ეს არის ბახვი 1 მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. 12-მეგავატიანი ჰესი, რომელიც ჩოხატაურის რაიონში იქნება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის ადგილობრივი ელექტროენერგია და სულ მცირე 20 ადამიანს დაასაქმებს, არამედ იმიტომ, რომ პროექტი აშშ-ის ინვესტიციებით განხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი უახლოეს პერიოდში შესწავლის ეტაპიდან უკვე მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს”,-აცხადებს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი