ახალი ამბები

ტრაილერების მძღოლებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

20 მაისი, 2020 • 2335
ტრაილერების მძღოლებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტები უტარდებათ, ტრაილერების მძღოლები დაემატება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ აუცილებელ მანდატორულ ტესტირებების სამიზნე ჯგუფებს დაემატოს ტრაილერების მძღოლები. არა ტრანზიტით, არამედ ვინც საქართველოში რჩებიან, ამ მძღოლების ტესტირება იქნება ხელმისაწვდომი, რაც დღეში დაახლოებით არის 250-დან 300-მდე ადამიანი. მოგეხსენებათ, რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც სახმელეთო საზღვარი გვაქვს, ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, შემდეგ ეტაპზე იგეგმება სტომატოლოგების და ფარმაცევტების ტესტირებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი