ახალი ამბები

გამოიძიეთ ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ – გრეგოროვა

19 მაისი, 2020 •
გამოიძიეთ ძალადობა აქციის მონაწილეების მიმართ – გრეგოროვა

ევროპარლამენტის წევრი მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან მარკეტა გრეგოროვა საარჩევნო სისტემის თაობაზე 8 მარტის მიღწეული შეთანხმების მონაწილეებს მისი იმპლემენტაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ეს შეთანხმება არის გადამწყვეტი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზებისკენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

“დამატებით, ვიმედოვნებ და მოვუწოდებ შესაბამის მხარეებს, რომ დაპირებული ზომები განახორციელონ და ეს იქნება ნაბიჯი უფრო მეტი დემოკრატიული, ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმისკენ. საქართველოს წინსვლისთვის მე მოვუწოდებ, ჩაატარონ სრული გამოძიება სამართლდამცველების მხრიდან ძალადობაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. მოვუწოდებ კომისიას, სრულად დაუჭირონ მხარი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას კოორდინირებული დახმარებით, რათა წავახალისოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარება და სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკურ სისტემაში”, – განაცხადა გრეგოროვამ.

მისი თქმით, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამიტომ მოსამართლეების შერჩევის პროცედურა უმაღლესი სტანდარტებით უნდა წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი