ახალი ამბები

დაპირისპირება ქუთაისში მოსახლეობასა და პოლიციას შორის კომენდატის საათის დარღვევისთვის

19 მაისი, 2020 • 1004
დაპირისპირება ქუთაისში მოსახლეობასა და პოლიციას შორის კომენდატის საათის დარღვევისთვის

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 18 მაისს, კომენადნტის საათის დროს პოლიცია და მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისირება მაშინ მოხდა, როდესაც კორპუსის სადარბაზოსთან შეკრებილ ადამიანებთან პოლიცია დასაჯარიმებლად მივიდა, თუმცა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც სამართლადამცავებსა და მოსახლეობას შორის შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ადგილობრივებმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადეს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ბავშვებიც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”, – განმარტებულია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი