ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

5041 – სომხეთი, 3387 – აზერბაიჯანი – Covid19-ის დადასტურებული შემთხვევები

19 მაისი, 2020 •
5041 – სომხეთი, 3387 – აზერბაიჯანი – Covid19-ის დადასტურებული შემთხვევები

სომხეთში, 19 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის  218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამში, დადასტურებული შემთხვევები 5041-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ამ დროისთვის  მკურნალობს 2788 პაციენტი, 2164 გამოჯანმრთელდა, 64 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია 3387 შემთხვევა,  რომლიდანაც 1292 მკურნალობს, 40 პაციენტი კი, გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელებით სომხეთი  პირველ ადგილს იკავებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში ერთ მილიონ მოსახლეზე დადასტურებული შემთხვევებით [მილიონზე 1701 შემთხვევა] ისეთ ქვეყნებს უსწრებს ან უტოლდება, როგორებიცაა, მაგალითად, ირანი [მილიონზე 1461 შემთხვევა] და თურქეთი  [მილიონზე 1788 შემთხვევა].

ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით სომხეთი [1 მილიონზე 22 გარდაცვალება] რუსეთის ფედერაციასაც [ოფიციალური მონაცემით, მილიონზე 19 გარდაცვალება] უსწრებს.

ამავე დროს, სომხეთმა, საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების პარალელურად, მოხსნა გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის- ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი