ახალი ამბები

იანვარ-აპრილში ექსპორტი თითქმის 12%-ით შემცირდა

19 მაისი, 2020 • 759
იანვარ-აპრილში ექსპორტი თითქმის 12%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 11.9%-ით შემცირდა და, ჯამში, დაახლოებით მილიარდი დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მსგავსად 2020 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტიც შემცირდა 11.8%-ით და, ჯამში, თითქმის 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიანი ექსპორტის 20.8% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ექსპორტში ყველაზე დიდი წილით 44.4% კვლავ დსთ-ის ქვეყნები ლიდერობენ.

იანვარ-აპრილში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია:

  • აზერბაიჯანი – 145.2 მლნ აშშ დოლარი
  • ჩინეთი – 135. 5 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი – 125. 6 მლნ აშშ დოლარი
  • ბულგარეთი – 111. 6 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი – 63. 2 მლნ აშშ დოლარი

იანვარ-აპრილში ამ ქვეყნებიდან ექსპორტი 29.3%-ით ყველაზე მეტად რუსეთთან შემცირდა. შემდეგ 19%-ით თურქეთი მოდის.

2020 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზს იკავებს ფეროშენადნობები 91.8 მლნ აშშ დოლარი. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.4%-ით არის შემცირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი