ახალი ამბები

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ

16 მაისი, 2020 • 1373
20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ წასვლა შეეძლებათ

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალო მიზნებით შესვლას შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს.

მისი თქმით, შესაბამისი დადგენილება თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და ოს 31 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება:

“თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს” – წერს ჯანჯღავა “ფეისბუკ” გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი