ახალი ამბები

17 მაისს სასულიერო პირები ავტო-კოლონით მსვლელობას მოაწყობენ

16 მაისი, 2020 • 1107
17 მაისს სასულიერო პირები ავტო-კოლონით მსვლელობას მოაწყობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, 17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა, სასულიერო პირები ავტო-კოლონით მსვლელობას გეგმავენ.

საპატრიარქოს განცხადებით, მსვლელობა 13:00 საათზე სამების მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება:

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან” – ამბობენ საპატრიარქოში.

როგორ მიითვისა საპატრიარქომ 17 მაისი [ქრონოლოგია]

მასალების გადაბეჭდვის წესი