ახალი ამბები

3 ივნისიდან იტალიის მთავრობა ქვეყნის დატოვებისა და შესვლის შეზღუდვას მოხსნის

16 მაისი, 2020 • 903
3 ივნისიდან იტალიის მთავრობა ქვეყნის დატოვებისა და შესვლის შეზღუდვას მოხსნის

იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, COVID 19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე.

კერძოდ, 3 ივნისიდან ქვეყნის შიგნით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. აგრეთვე მოიხსნება შეზღუდვები ქვეყნიდან გასვლისა და შესვლის შესახებ.

საჭირო იქნება თუ არა იტალიაში საზღვრების გახსნის შემდეგ ჩასული პირებისთვის კარანტინის დაცვა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

თუმცა, თუ ამას ეპიდემიოლოგიური ვითარება მოითხოვს, გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება ცალკეულ რეგიონებში დარჩეს.

ამასთან ერთად, გადაადგილების აკრძალვა და კარანტინში ყოფნა კვლავ აუცილებელია მათთვის, ვისაც COVID 19 დაუდასტურდა ან დაავადებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.


პუბლიკაციის მომენტისთვის, იტალიაში დადასტურებული იყო კორონავირუსით დაავადების 223 885 შემთხვევა, გარდაცვლილი იყო 31 610 ადამიანი, გამოჯანმრთელებული — 120,205.

მასალების გადაბეჭდვის წესი