ახალი ამბები

I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17.6%-ით შემცირდა – საქსტატი

15 მაისი, 2020 • 1322
I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17.6%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. აქედან 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი (ღამე გაათიეს საქართველოში) იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.2 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 197.2 ათასი ვიზიტორი, შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3- პროცენტიან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (262.2 ათასი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ვიზიტი, 31.9 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში, შესაბამისად, 559.3 ათასი და 241.3 ათასი ვიზიტი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ტურისტების მიერ გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.7 ღამე) 8.8 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 83.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი