ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გაახანგრძლივეს

14 მაისი, 2020 •
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე გაახანგრძლივეს

სომხეთში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივეს.  საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივნისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

სომხეთის ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილებითვე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში 18 მაისიდან აღდგება. მოქალაქეები კი პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ვერ შეძლებენ.  გარდა ამისა, 25 მაისიდან პირბადის ტარება აუცილებები იქნება არა მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არამედ ღია სივრცეშიც.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ჯამში კი,  სომხეთში შემთხვევების რაოდენობამ  3860-ს მიაღწია.

ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, 1572 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 49 პაციენტი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი