ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საზ. ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა აიკრძალება

14 მაისი, 2020 • 1278
სომხეთში საზ. ტრანსპორტში პირბადის გარეშე მგზავრობა აიკრძალება

სომხეთში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ახალი წესები შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც NewsArmenia წერს, პირბადის ტარება 18 მაისიდან სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე სომხეთის ვიცე-პრემიერის პრეს-სპიკერმა, ვაჰან უნაიანმა დაწერა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას სომხეთში აგრეთვე 18 მაისს განაახლებს.

ამასთან ერთად, News.am-ის ცნობით, სომხეთის ვიცე-პრემიერმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს მოსთხოვენ, ღია სივრცეში ყოფნისას თან პირბადე ჰქონდეთ. როგორც გამოცემა წერს, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თან ქონა — კი.

აგრეთვე, როგორც NewsArmenia იუწყება, ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პირბადებიის ტარების ვალდებულება მთავრობისა და პარლამენტის წევრებსაც ექნებათ.


უახლესი მონაცემების თანახმად, სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ჯამში კი,  სომხეთში შემთხვევების რაოდენობამ  3860-ს მიაღწია.

ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, 1572 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 49 პაციენტი გარდაიცვალა.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი