ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი – 3860, აზერბაიჯანი -2879 – COVID-19

14 მაისი, 2020 • 1100
სომხეთი – 3860, აზერბაიჯანი -2879 – COVID-19

სომხეთის ჯანდაცვის უწყების 14 მაისის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ჯამში კი,  სომხეთში შემთხვევების რაოდენობამ  3860-ს მიაღწია.

ქვეყნის ოფიციალური მონაცემებით, 1572 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი, 14 მაისის ინფორმაციით, დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. ქვეყანაში სულ დადასტურებულია 2879 შემთხვევა., საიდანაც 1800-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა და 35 გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი