ახალი ამბები

მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე – თურნავა

14 მაისი, 2020 •
მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე აქცენტები გაიზრდება, რათა ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა დღეს დასრულებული მთავრობის სხდომის შემდეგ.

“ჩვენ ახლა უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე მთელი რიგი მიმართულებებით. ისედაც 2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი რეკორდული იმიტომ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლი გვქონდა ჩვენ სავაჭრო ბალანსის, ყველაზე საუკეთესო თანაფარდობა იმპორტსა და ექსპორტს შორის.

ექსპორტის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენი ეკონომიკური ზრდის, მაგრამ ჩვენ აწი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივ წარმოებაზე, ეს იქნება სოფლის მეურნეობა და კვება, ეს იქნება საშენი მასალები და აქედან გამომდინარე ეს გახდება ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ეკონომიკური ზრდის შემდგომში, ასევე- ინვესტიციები”, – განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, ასევე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება  ინვესტიციების მოზიდვაზეც, ამის შესასრულებლად კი ქვეყანა ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი